რამოსი: "ტრიპლეტი გვსურს"

2-01-2017, 12:16

მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი კლუბის მიზნებში დარწმუნებულია.

საინტერესოა, რომ ესპანური კლუბებიდან ტრიპლეტი მოპოვებული მხოლოდ კატალონიის "ბარსელონას" აქვს. "ბლაუგრანელებმა" ტრიპლეტის მოპოვება ორჯერ, 2008/09  და 2014/15 წლებში მოახერხეს.

"როგორც ყოველთვის გვსურს, რომ სამივე ტურნირს დავეუფლოთ. ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, კოპა დელ რეი და სხვა ტიტულებზეც უარებს არ ვიტყვი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, რომ კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ყველა ტიტულს დავეუფლოთ." - განაცხადა სერხიო რამოსმა.

მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალს" საქმე კარგად მისდის. ლა ლიგის სეზონში "თეთრები" პირველ ადგილს იკავებენ და მეორე ადგილოსან "ბარსელონას" 3 ქულით უსწრებენ. ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდისტების მეტოქე 1/8 ფინალში იტალიური "ნაპოლია", ხოლო კოპა დელ რეის გათამაშებაში "სევილიას" დაუპირისპიდებიან.


vnaxot ramdenad gamova.. rtuli kia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით