მოურინიოს მიზანი ლასანა დიარას გადაბირებაა

4-01-2017, 12:12

ფრანგული "მარსელის" 31 წლის ნახევარმცველი ლასანა დიარა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ბრიტანული სპორტული პრესის მტკიცებით, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

მოურინიოს ლასანა დიარასთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ფეხბურთელი და მწვრთნელი ლონდონის "ჩელსისა" და შემდეგ მადრიდის "რეალში" ერთ დროს მოღვაწეობდნენ, ხოლო 2012 წელს, როდესაც პორტუგალიელმა "სამეფო გუნდი" დატოვა, დიარა სათამაშოდ მახაჩკალის "ანჟიში" გადავიდა.

დიარას გუნდში მიყვანის მთავარი მიზანი მორგან შნეიდერლინის ჩანაცვლებაა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" დიდი ალბათობით იანვარში დატოვებს, ხოლო მოურინიოს სათადარიგოთა სკამზე კვალიფიციური ნახევარმცველი სჭირდება.

ლასანა დიარა საკუთარი კარიერის გარკვეულ ნაწილში ლონდონის "არსენალის" ღირსებასაც იცავდა.



  • beka10
  • 4 იანვარი 2017 12:13
ერთ დროს მართლა გამორჩეული საყრდენი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით