სრნა და "ბარსელონა" შეთანხმდნენ

4-01-2017, 15:35

კატალონიის "ბარსელონამ" დონეცკის "შახტარის" განაპირა მცველთან დარიო სრნასთან ყველაფერი შეათანხმა და ფეხბურთელი მზადაა "ბლაუგრანას" მომდევნო კვირაშივე შეუერთდეს. მართალია, თავად უკრაინული გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა 34 წლის ხორვატი ფეხბურთელი შეინარჩუნოს, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

სრნასა და "ბარსელონას" კავშირის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბერში გაჩნდა. ლუის ენრიკე დანი ალვეშის წასვლის შემდეგ დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემებს ვერ აგვარებს. სერხი რობერტო არასტაბილურობით გამორჩევა, ხოლო "სევილიადან" შეძენილმა ალეიშ ვიდალმა ახალ გუნდთან ადაპტაცია ვერ გაიარა.

დარიო სრნამ გასული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მან საკუთარი ქვეყნის ღირსება 134 შეხვედრაში დაიცვა. მიუხედავად ასაკისა, იგი საკლუბო კარიერის დასრულებას არ გეგმავს და როგორც აცხადებს, ახალი გამოწვევისთვის ემზადება.

  • beka10
  • 4 იანვარი 2017 15:36
Zalian asakshia ra barcastvis :/

  • kuso
  • 4 იანვარი 2017 16:27
Magram Dzalian gamocdili da kargi fexburtelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით