• 05-07-2023
    დავით ხოჭოლავამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა
    დავით ხოჭოლავამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა

    საქართველოს ნაკრებისა და “კოპენჰაგენის” მოთამაშემ, დავით ხოჭოლავამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური საიტი აქვეყნებს.

    დავითი რეაბილიტაციის პროცესის გამო დაახლოებით 8-12 კვირას გამოტოვებს.

    ხოჭოლავას ზემოხსენებული დაზიანება დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ფეხბურთელმა ოპერაციის გაკეთება ახლა მოახერხა.

    ცნობისთვის, დავით ხოჭოლავამ გასულ სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები