ენრიკე: "დროა ნეიმარმა მოუმატოს, ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანია'

8-01-2017, 01:04

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის მრისხანე ტრიოს ერთ-ერთ წევრზე ისაუბრა. მწვრთნელის განცხადებით, იგი კმაყოფილი დარჩება, თუ ბრაზილიელი ნეიმარი გოლების გატანას ისევ დაიწყებს და "ბარსელონას" სამომავლო წარმატებებში საკუთარ წვლილს შეიტანს.

"ნეიმართან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია. იგი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და თითოეულ თამაშს ბოლომდე მზად ხვდება. მას მიმდინარე სეზონში ხშირად არ უმართლებს კიდეც. მოხარული ვიქნები, თუ ის გოლების გატანას მოუმატებს და გუნდის სამომავლო წარმატებაში საკუთარ წვლილს ამ ფორმით შეიტანს".

"ჯერჯერობით საგანგაშო ნამდვილად არაფერია. გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს". - განაცხადა ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა "ბარსელონას" მაისურით ბოლო გოლი იფიციალურ შეხვედრაში გასული წლის ოქტომბერში გაიტანა.

  • beka10
  • 8 იანვარი 2017 01:28
ეჰ ლუჩო ლუჩოოო...

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით