ვაისმა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

12-01-2017, 16:30

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მოახლოვებული ორი ამხანაგური შეხვედრის წინ გუნდის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრები 23 იანვარს უზბეკეთს, ხოლო 25 იანვარს იორდანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი („საბურთალო“, თბილისი), დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი),

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია).



  • beka10
  • 12 იანვარი 2017 16:31
არგია ეროვნული ჩემპიონატის ბიჭებს რომ აძლევს შანსს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით