სუარესი ხელმძღვანელობას: "მესისთან კონტრაქტი აუცილებლად გაახანგრძლივეთ"

12-01-2017, 18:33

ცოტა ხნის წინ კატალონიის "ბარსელონას" აღმასრულებელმა დირექტორმა ოსკარ გრაუმ განაცხადა, რომ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ჯერჯერობით მოლოპარაკებები სახარბიელო სტადიაში არაა.

გრაუს ამ განცხადებას "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარსი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, გუნდმა არგენტინელთან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს.

"მესი მსოფლიოში საუკეთესოა და ეს ყველა თამაშში მტკიცდება. გუნდმა მასთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს, მესის დაკარგვა უბრალოდ კატასტროფა იქნება, ამიტომ ყველაფერი სხვა დროებით გვერდით უნდა გადადონ". - აცხადებს სუარესი.

შეგახსენებთ, რომ მესის, სუარესსა და ნეიმარს "ბარსელონას" შემადგენლობაში ჯამში 302 გოლი აქვთ გატანილი.

  • beka10
  • 12 იანვარი 2017 18:34
ძნელია არ დაეთანხმო

  • uxugec
  • 12 იანვარი 2017 20:41
Budowlane Forum budowlane.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით