"ჩელსი" და "არსენალი" კოლაშინაჩისთვის იბრძოლებენ

12-01-2017, 23:33

"შალკეს" მარცხენა მცველმა, სიდ კოლაშინაჩმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსი" თანახმა იყო ფეხბურთელის გადმოყვანაზე შემდეგი პირობით: თუ პატიკ ევრა "ბიანკო-ნერის" ზამთარში დატოვებდა, კოლაშინაჩი იტალიაში იანვარში გადაბარგდებოდა, მაგრამ, თუ ფრანგი ფეხბურთელი იტალიურ კარიერას გააგრძელებდა, გერმანელი სიდი "ზებრებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ივლისში შეუერთდებოდა.

თუმცა, იტალიელები ტრანსფერის დაჩქარებას ცდილობენ, რადგან, კოლაშინაჩით ინგლისური კლუბები, "არსენალი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა "შალკეს" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლის გაანა მოახერხა.

KARGI PEXBURTELIA

  • tsandro
  • 12 იანვარი 2017 23:43
რათ უნდათ ნეტა :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით