"მანჩესტერმა" "ლიონის" შემოთავაზება დეპაიზე დაბლოკა

13-01-2017, 11:00

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიონი" დეპაის ტრანსფერზე უარით გაისტუმრა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელი გარემარბი "მანჩესტერში" ადგილს ვერ იმკვიდრებს.

"წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ არაერთხელ განაცხადა, რომ დეპაის მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდიან, თუ სარფიან წინადადებას შესთავაზებენ ფინანსური თვალსაზრისით.

როგორც Sky Sports-ი იუწყება, "მანჩესტერს" "ლიონის" შემოთავაზება არ მოეწონა და დაბლოკა კიდეც. წყარო კონტრაქტის დეტალებს არ ასაჯაროებს.

მიმდინარე სეზონში დეპაიმ პრემიერ ლიგაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.




umjobesia wavides sadem

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით