ლილი - სტ.ეტიენი

13-01-2017, 14:31

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "ლილი" და "სტ.ეტიენი" დაუპირისპირდებიან. ამ მომენტისთვის "სტ.ეტიენი" ჩემპიონატში მე-8, ხოლო "ლილი" - მე-12 ადგილს იკავებს. გარდა იმისა, რომ მიმდინარე სეზონში დღევანდელი შეხვედრის სტუმარი უკეთ გამოიყურება, მასპინძლები აღნიშნულ დაპირისპირებას სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან. გუნდს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელიც ჰყავს და რაც ყველაზე მთავარია, "ლილის" წევრთა უმეტესობა აფრიკის თასზე სათამაშოდ გაემგზავრა. ჯამში მასპინძლები 8 ფეხბურთელს მოისაკლისებენ, რომელთაგან უმეტესობა ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობდა. ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, "სტ.ეტიენმა" დღევანდელი მატჩი მინიმუმ არ უნდა წააგოს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის პროგნოზია "სტ.ეტიენის" არ წაგება, კოეფიციენტი - 1.7



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით