"ლიდსი" - "დერბი"

13-01-2017, 15:07

დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე ინგლისის ჩემპიონშიფის 26-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "ლიდსი" და "დერბი" დაუპირისპირდება. მასპინძლები ამ მომენტისთვის მე-5 ადგილზე არიან 45 ქულით, ხოლო სტუმრები 40 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ. ორივე გუნდის მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში აღზევებაა, თუმცა "ლიდსი" გაცილებით სტაბილურად გამოიყურება და უკანასკნელი 5 დან 4 შეხვედრა მოიგო, ხოლო ჯამში 11 გოლის გატანა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ "დერბი" მიმდინარე სეზონში ძალიან ცოტა გოლს უშვებს (18), დიდი ალბათობით კარგ ფორმაში მყოფმა "ლიდსმა" მინიმუმ ერთი გოლის გატანა მის კარში უნდა მოახერხოს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "ლიდსის" გოლის გატანა, კოეფიციენტი - 1.35

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით