მესიზე გაკეთებული ამ განცხადების გამო "ბარსას" პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენეს

13-01-2017, 21:38

როგორც მოგეხსენებათ, დღეს კატალონიის "ბარსელონას" დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, პიერ გრატაკოსმა ლეო მესი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არგენტინელი ინიესტას, ნეიმარისა და სხვა მოთამაშეების გარეშე ვერ იქნებოდა ამ დონის ფეხბურთელი. ამ განცხადებას კი მალევე მოჰყვა რეაგირება კლუბის ხელმძღვანელობისგან.

ჯერ-ჯერობით კატალონიური გრანდის საიტს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა გავლენიანი ევროპული გამოცემების ცნობით, "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭომ გრატაკოსი დაკავებული თანამდებობიდან უკვე გადააყენა.

სავარაუდოდ კლუბი აღნიშნულ თემაზე განცხადებას უახლოეს დროში გააკეთებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით