"ინტერი" ვერატისთვის მსუყე შეთავაზებას ამზადებს

13-01-2017, 22:17

პოპულარული იტალიური სპორტული გამოცემების მიხედვით, მილანის "ინტერმა" "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველის მარტო ვერატის შესაძენად 78 მილიონი ევრო გაამზადა და ფეხბურთელის გადაბირებას უკვე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შეეცდება.

ვერატის მიმართ ინტერესს, "ინტერის" გარდა, ბევრი ევროპული გრანდი იჩენს, მათ შორის "რეალი", "ჩელსი", და "მანჩესტერ სიტი", რომელებმაც ფრანგულ მხარეს უკვე არაერთხელ მიმართეს ძალიან სარფიანი წინადადებით, თუმცა მილანელთა მსგავსი შეთავაზება, წყაროს ცნობით, ჯერ "პარი სენ-ჟერმენს" არ მიუღია.

24 წლის ვერატი პარიზულ გუნდს 2012 წელს "პესკარადან" შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან საფრანგეთის ჩემპიონატში ჯამში 4 გოლის გატანა მოახერხა. ამავდროულად, იტალიელს ხშირად უძახებენ ეროვნულ ნაკრებში. მან 2014 წელს "სკუადრა აძურას" ღირსება ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვა, ხოლო 2016 წელს საფრანგეთში კონტინენტის პირველობაზე გაისარჯა.



  • beka10
  • 13 იანვარი 2017 22:18
ძალიან სოლიდური წინადადებაა ძალიან

  • Ika996
  • 14 იანვარი 2017 11:29
Shansi 0is tolia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით