ჩალხანოღლუ "მანჩესტერსაც" მოუნდა

14-01-2017, 12:22

რამდენიმე დღის წინ ბრიტანული სპორტული მედია ლევერკუზენის "ბაიერის" თურქ ნახევარმცველს ჰაკან ჩალხანოღლუს ლონდონის "ჩელსის" აქტიურად უკავშირებდა, თუმცა ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი შეძენა მოურინის "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს.

თავად ჩალხანოღლუს განცხადებიდანაც ჩანს, რომ მას სწორედ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში სურს თამაში. თურქულ ტელეარხთან ინტერვიუში ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "იუნაიტედი" დიდი გუნდია და მის შემადგენლობაში სიამოვნებით ითამაშებდა.

გარდა "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედისა", თურქი ფეხბურთელის შეძენით კატალონიის "ბარსელონა" და ლონდონის "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი. სავარაუდოდ, ჩალხანოღლუს მომავალი უკვე ზაფხულში გაირკვევა.



  • beka10
  • 14 იანვარი 2017 12:22
ჰაკანი ბაიერნს მოუხდებოდა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით