"ლესტერი" - "ჩელსი"

14-01-2017, 13:44

დღეს, თბილისის დროით 21:30-ზე ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი "ლესტერი" გათამაშების ლიდერ ლონდონის "ჩელსის" მიიღებს. "არისტოკრატთა" დიდებული, 13 მატჩიანი მოგებათა სერია გასულ ტურში "ტოტენჰემის" წინააღდეგ შეწყდა, თუმცა ინგლისის თასებზე გამოსვლით, "ჩელსიმ" დაამტკიცა, რომ კვლავაც საუცხოო ფორმაშია. რაც შეეხება "ლესტერს", ეს გუნდი ამ მომენტისთვის პრემიერლიგაში მე-15 პოზიციას იკავებს და ლიდერს შესუსტებული შემადგნელობით დაუხვდება. აფრიკის თასზე სათამაშოდ რიად მაჰრეზთან ერთად, სლიმანი და ამარტეიც გამეგზავრნენ, ხოლო ჯეიმი ვარდი მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდ ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ "ლესტერთან" შეხვედრაში ლონდონური გუნდი დიეგო კოშტას მოისაკლისებს, სავარაუდოდ, გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს და გათამაშების ცხრილში პირველი ადგილიც უნდა გაიმყაროს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "ჩელსის" მოგება, კოეფიციენტი - 1.9

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით