"რენი" - "პსჟ"

14-01-2017, 13:43

დღეს, თბილისის დროით 20:00-ზე, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში "რენი" შინ მოქმედ ჩემპიონ "პარი სენ-ჟერმენს" მიიღებს. მასპინძელი ფრანგული ფეხბურთის გრანდათან შეხვედრას გათამაშების ცხრილში მე-7 ადგილით ხვდება. ამ გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა სანამ საშობაო არდადეგები დაიწყებოდა, ფორმიდან ამოვარდა. რაც შეეხება "პარი სენ-ჟერმენს", ემერის გუნდი ლიდერ "ნიცას" უკვე 5 ქულით ჩამორჩა, თუმცა სეზონის მეორე ნაწილს პოზიტიური სიახლეებით ხვდება. გუნდმა საფრანგეთის თასის შეხვედრებში გაილაღა, "მეცსა" და "ბასტიას" ჯამში 13 გოლი გაუტანა, ხოლო საკუთარ კარში არცერთი მიუღია. ამასთან ერთად, გუნდის ახალწვეული გერმანელი ჟულიან დრაქსლერი ახალ გარემოს კარგად მოერგო. სავარაუდოდ, პარიზელები გამარჯვების მოპოვებას დღევანდელ შეხვედრაშიც შეძელებენ.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "პარი სენ-ჟერმენის" მოგება, კოეფიციენტი 1.57



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით