ზლატანი: "პეპი თუ ჟოზე? ორივე დიდებული მწვრთნელია, თუმცა..."

14-01-2017, 17:51

ინგლისის "მანჩესტერ იუნაიტედის" ცეტნრალურმა თავდამსხმელმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა დიდებული მწვრთნელები და პიროვნებები არიან, თუმცა იქვე დასძინა, რომ ერთ-ერთი მათგანი მას განსაკუთრებულ მოტივაციას აძლევს. კონკრეტულად რომელ სპეციალისტს გულისხმობდა ზლატანი, ეს მან მედიასთან არ გააჟღერა.

"პეპი თუ ჟოზე? ორივე დიდებული მწვრთნელი და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია. კარიერის განმავლობაში შესაძლებლობა მომეცა ორივე მათგანთან მემუშავა. ორივესგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი გამარჯვებაც მოვიპოვე, თუმცა ერთ-ერთი ყოველთვის განსაკუთრებულ მოტივაციას და ძალას მაძლევდა. რომელი? ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ". - განაცხადა ზლატანმა.

იბრჰიმოვიჩი გვარდიოლასთან ერთად 2009/10 წლის სეზონში "ბარსელონაში" მუშაობდა, ხოლო მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" მოურინიოსთან ერთად ირჯება.

  • beka10
  • 14 იანვარი 2017 17:52
ალბათ უფრო ჟოზე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით