ბართომეუ: "მესისთან დაკავშირებით ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივა"

15-01-2017, 00:18

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში "ლას პალმასის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (5:0), კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსე მარი ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბმა ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

პრეზიდენტმა გულშემატკივრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ორივე მხარეს აძლევს ხელს, გასარკვევი მხოლოდ გარკვეული დეტალებია.

"ყველას მოვუწოდებ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. ლეოსთან და მის ოჯახთან მოლაპარაკებებს პირადად ვაწარმოებ და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ორივე მხარეს გვსურს".

"მესი აუცილებლად ჩვენს გუნდში დარჩება, გასარკვევი მხოლოდ მცირე დეტალებია. იგი მსოფლიოში საუკეთესოა და, რა თქმა უნდა, თავადაც სურს კარიერის ბოლომდე "ბარსელონაში" ყოფნა, ამაზე ორი აზრი არაა და არავინ კამათობს".

"ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენ ხანში დასრულდება ყველაფერი, თუმცა ერთი რამ ცხადია - ყველაფერი აუციელებლად ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს". - განაცხადა ბართომეუმ.

  • beka10
  • 15 იანვარი 2017 00:20
დიდებული სიახლეაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით