"მან.იუნაიტედი" - "ლივერპული"

15-01-2017, 11:21

დღეს, თბილისის დროით 20:00-ზე, პრემიერლიგაში ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება. საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედი" იურგენ კლოპის "ლივერპულს" მიიღებს. "წითელი ეშმაკები" ამ მომენტისთვის ცხრილში მე-6 ადგილზე არიან, ხოლო "ლივერპული" ტურის დაწყების წინ მე-2 იყო. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე გუნდის სამი ქულა ძალიან სჭირდება და სავარაუდოდ მაყურებელი შეტევითი სტილის ფეხბურთს იხილავს. ასეთი სტილის თამაში კი გუნდების კართან კუთხურების ალბათობას ზრდის. ამ მხრივ დღევანდელი მატჩის მონაწილეები მთელი ინგლისის მასშტაბით გამორჩეულნი არიან. "იუნაიტედმა" ბოლო 5 შეხვედრაში, ყველა ტურნირზე, საშუალოდ თამაშში 6.6 კუთხური მოაწოდა, ხოლო "ლივერპულმა" - 8. დიდი ალბათობით, დღეს "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი პუბლიკა მინიმუმ 9 კუთხურს იხილავს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია 8.5-ზე მეტი კუთხური, კოეფიციენტი - 1.4

  • levani25
  • 16 იანვარი 2017 02:20
ნაღდი კუში იყო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით