"როდა" - "ფეინოორდი"

15-01-2017, 11:13

დღეს, თბილისის დროით 15:30-ზე, ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში გათამაშების ერთ-ერთი მთავარი აუთსაიდერი "როდა" ლიდერ "ფეინოორდს" მიიღებს. "როდამ" მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 გოლის გატანა მოახერხა, რაც არამხოლოდ ჰოლანდიაში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. შესაბამისად, გუნდი მხოლოდ მე-17 ადგილს იკავებს. რაც შეეხება "ფეინოორდს", წლევანდელი სეზონი როტერდამელთათვის მართლაც რომ გამორჩეულია, ისინი გათამაშებას 42 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ და მოსისხლე მტრებს "პსვსა" და "აიაქსს" 5 ქულით უსწრებენ. დიდი ალბათობით, დაგეგმილი 3 ქულის მოპოვება და მდევრებთან უპირატესობის გაზრდა "ფეინოორდს" არც "როდას" წინააღმდეგ უნდა გაუჭირდეს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "ფეინოორდის" მოგება, კოეფიციენტი - 1.5



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით