მხითარიანი: "კლოპმა "ლივერპულში" გადასვლა არ მირჩია"

15-01-2017, 13:03

"მანჩესტერ იუნაიტედის" სომეხმა ნახევარმცველმა ჰენრიკ მხითარიანმა წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2013 წელს, როდესაც მისი შეძენა ბრენდან როჯერსის "ლივერპულს" სურდა, მაშინდელმა დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაარწმუნა, მერსისაიდულ კლუბში არ გადასულიყო.

"იმ გუნდში თამაში ნამდვილად მსურდა, სადაც ჯერარდი და სუარესი ასპარეზობდნენ, ბრენდან როჯერსთანაც საუბარი რამდენჯერმე მქონდა, თუმცა იურგენ კლოპმა დამარწმუნა, რომ "ლივერპულში" არ გადავსულიყავი".

"კლოპთან საუბრის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიაში" დარჩება ვამჯობინე, რასაც ნამდვილად არ ვნანობ". - განაცხადა მხითარიანმა.

სომეხის ამჟამინდელი კლუბი დღეს, თბილისის დროით 20:00-ზე, იურგენ კლოპის გაწვრთნილ "ლივერპულს" შეხვდება.

  • beka10
  • 15 იანვარი 2017 13:04
:D :D :D შეგირდი მასწავლებლის წინააღმდეგ

  • levani25
  • 16 იანვარი 2017 02:57
მაგრად მოატყუა მხითო bowtie

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით