გვარდიოლას ყველაზე მტკივნეული მარცხი კარიერაში

15-01-2017, 23:24

პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" გასვლაზე "ევერტონთან" გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა. ეს წაგება განსაკუთრებით მტკივნეული იყო "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელისთვის, ესპანელი პეპ გვარდიოლასთვის.

გარდა იმისა, რომ "სიტი" პრემიერლიგის მოწინავე ოთხეულიდან გავიდა, გვარდიოლამ ეროვნული ჩემპიონატების მასშტაბით მსგავსი ანგარიშით საკუთარ სამწვრთნელო კარიერაში პირველად წააგო. აქამდე ის "ბარსელონასა" და "ბაიერნს" წვრთნიდა, ხოლო ჯამში 275-ჯერ გაუძღვა გუნდებს მთავარი მწვრთნელის რანგში. წინა ყველა შემთხვევაში ესპანელის დამოძღვრილი კოლექტივი სამბურთიანზე დიდი სხვაობით არ დამარცხებულა.

თუმცა, მთლიანად თუ შევაფასებთ მის კარიერას, აღმოვაჩენთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას გუნდები ოთხბურთიანი სხვაობით დამარცხებულან. მადრიდის "რეალმა" 2014 წელს "ბაიერნს" 0:4 მოუგო, ხოლო მიმდინარე სეზონში "ბარსელონამ" "სიტი" "კამპ ნოუზე" იმავე ანგარიშით გაანადგურა.

  • beka10
  • 15 იანვარი 2017 23:25
საწყალი პეპი :/

პეპ არაა შენი ადგილი მანდ.

  • faco777
  • 16 იანვარი 2017 01:09
barselonas nair gundshi mec magari mcvrtneli viqnebi, sitishi amtkicebs rom didi araferia

sitis gulshematkivars kitxa sheni sayvareli fexburteli mitxari visac sitishi utamashiao? iman upasuxa qinqladzeo da gaukvirda am sirs, gegoneba qinqladzeze magari fexburteli tviton yofiliyo. 100 tavit jobda chveni qinqo

  • Ika996
  • 16 იანვარი 2017 20:26
ციტატა: faco777
barselonas nair gundshi mec magari mcvrtneli viqnebi, sitishi amtkicebs rom didi araferia

sitis gulshematkivars kitxa sheni sayvareli fexburteli mitxari visac sitishi utamashiao? iman upasuxa qinqladzeo da gaukvirda am sirs, gegoneba qinqladzeze magari fexburteli tviton yofiliyo. 100 tavit jobda chveni qinqo

100%

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გრანადას მწრთვნელი: "ჩემი მოლოდინი გამართლდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით