"სიტი" "ბარსელონას" ლიდერისთვის შეთავაზებას ამზადებს

17-01-2017, 12:11

ინგლისური "მანჩესტერ სიტი" კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელის ლიონელ მესის სანაცვლოდ მზადაა 100 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელი უკვე ზაფხულში გაიფორმოს. ინფორმაცის ბრიტანული გამოცემა The sun ავრცელებს.

ჯერჯერობით მოლაპარაკებები "ბარსელონასა" და მესის შორის ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე ჩიხშია შესული, რითიც სარგებლობა ბევრ გუნდს სურს, მათ შორის ჩინური სუპერ ლიგის წარმომადგენლებსაც. რაც შეეხება "სიტის", ამ გუნდის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ არგენტინელის ტრანსფერში მნიშვნელოვან როლს პეპ გვარდიოლა ითამაშებს, რომლის ხელშიც სამხრეთ ამერიკელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა.

თავად გვარდიოლამ რადემნიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებს და მესის ტრანსფერის თემა სამუდამოდ დახურულია.

  • beka10
  • 17 იანვარი 2017 12:11
დიდებული წინადაადებაა ვერაფერს იტყვი

ra 100 milionii to gadaoben ???

  • tereal
  • 17 იანვარი 2017 20:13
ღადაობენ ხო? პოგბა ღირს 105 მილიონი და მესი 100? რეალის გულშემატკივარი ვარ მაგრამ მესის არ დანახვა და არ დაფასება სიბრმავეა და გამიტყდება რომ წავიდეს ბარსადან... ელ კლასიკოს ძალიან დიდი დანაკლისი ექნება...

  • quaresma
  • 18 იანვარი 2017 16:49
gvardiolas tsikli aq memgoni :D 100 milioni baloteli agar girs :D es chinelebi kide yvelgan rogor arian , mand ro katsi gadava eseigi pexburts pulis gamo tamashobs da naklebad dasapasebelia egeti pexburtelebi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით