ოლივიე ჟირუ: "ჩემი გოლი მხითარიანისაზე უკეთესი იყო"

17-01-2017, 12:20

როგორც ლონდონის "არსენალის" ფრანგმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, იანვრის დასაწყისში მისი გოლი, რომელიც მორიელის მოძრაობაში "კრისტალ პალასს" გაუტანა, სილამაზით იმ გოლს ჯობდა, რომელიც დაახლოებით იმავე სტილში რამდენიმე დღით ადრე ჰენრიკ მხითარიანმა "სანდერლენდის" კარში გაიტანა.

"გასაგიჟებელია, რომ ერთ კვირაში ორი დაუჯერებელი გოლი გავიდა და ისინი ასე გავდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე საოცარი შესრულება იყო, თამამად ვაცხადებ, რომ ჩემი გოლი მხითარიანისას ჯობდა". - განაცხადა ჟირუმ.

შეგახსენებთ, რომ ოლივიე ჟირუს "არსენალი" ამ მომენტისთვის პრემიერლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება, ხოლო ფრანგმა თავდამსხმელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 7 გოლის გატანა მოახერხა.

  • beka10
  • 17 იანვარი 2017 12:21
მართალს ამბობს

ar mgonia ragac geosesxebi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველო აალაპარაკეს, რა გააკეთეს მათ შაქარაშვილისთვის (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით