"არსენალის" სამიზნე მ'ბაიე ნიანგია

17-01-2017, 20:51

როგორც ბრიტანულ პრესაში ვკითხულობთ, ლონდონის "არსენალისა" და ჩილელი ალექსის სანჩესის გზები მალე გაიყრება. "მეთოფეებმა" სამხრეთ ამერიკელის შემცვლელის გუნდში მოყვანაზე ფიქრი უკვე დაიწყეს. წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები ზამთარში იტალიური "მილანის" შემტევი ნახევარმცველის მ'ბაიე ნიანგის გადაბირებას ეცდებიან.

22 წლის ფრანგი ფეხბურთელი "მილანს" 2012 წელს შეუეთდა, მას შემდეგ იგი განათხოვრების წესით "მონპელიესა" და "ჯენოაში" თამაშობდა, თუმცა 2 წლის წინ "როსონერის" დაუბრუნდა და ბევრის გასაკვირად ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთ წევრად იქცა. "არსენალი" "მილანისთვის" ოფიციალური წინადადების შეთავაზებას იანვარშივე აპირებს, თუმცა რამდენად დათმობს ვიჩენსო მონტელა ნიანგს, უცნობია.

მიმდინარე სეზონში ნიანგმა იტალიის ჩემპიონატის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 3 გატანილი გოლია.

  • beka10
  • 17 იანვარი 2017 20:52
სერიოსული არჩევანია :D :D :D

es shecvlis ki

  • Giga30
  • 19 იანვარი 2017 15:14
Sul d....levda es vengeri.. Jer erti niangi rogoraa sanchesis shemcvleli sad niangi da sad sanchesi da mere meore sad naxulobs am siriko pexburtelebs arvici..

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის ადვოკატი: "მორალურ ტერორში მყოფმა ნიკამ მარცხები განიცადა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით