19 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში ნეიმარი გამოჩნდება

17-01-2017, 22:52

19 იანვრიდან საქართველოს კინოთეატრებში ჰოლივუდში გადაღებული ახალი ფილმი, "xXx დაბრუნება" გამოჩნდება. ფილმში მსოფლიო კინოს რამდენიმე ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას, მათ შორის - ვინ დიზელი, სამუელ ელ. ჯექსონი, რუბი როუზი და სხვები, თუმცა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ეს ფილმი განსაკუთრებით საინტერესო იმ კუთხითაა, რომ მასში კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი თამაშობს.

ნეიმარის როლი ახალ ფილმში ეპიზოდურია, მას ამ შემთხვევაშიც ბურთთან უწევს ურთიერთობა. რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელებში ვინ დიზელმა გადასაღები მოედნიდან ბრაზილიელ ვარსკვლავთან ერთად გადაღებული ფოტოც გაავრცელა, ხოლო შემდეგ განცხადება თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, რომლიც აღნიშნავს, რომ მისთვის ფილმის გადაღების პროცესში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნო იყო და კინომატოგრაფიასთან კავშირის გაწყვეტას არც სამომავლოდ აპირებს.

"xXx დაბრუნების" პრემიერა 5 იანვარს მექსიკაში გაიმართა, ხოლო ქართველ მაყურებელს 19 იანვრიდან მისი ხილვა საქართველოს ყველა კინოთეატრში შეეძლება.

იხილეთ ფილმის ოფიციალური ტრეილერი:






  • beka10
  • 17 იანვარი 2017 22:54
ვაა უეჭველი უნდა ვნახოთ :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით