გვარდიოლამ განკარგულება გასცა, "სიტი" ახალი მეკარის ძიებაშია

18-01-2017, 00:49

ინგლისური "მანჩესტერ სიტი", გუნდის მთავარი მწვრთნელის ესპანელი პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებით, ახალი გოლკიპერის ძიებაშია. კლაუდიო ბრავომ, რომელიც სეზონის დაწყების წინ "ბარსელონადან" გადაიბირეს, მასზე დამყარებული იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა, ხოლო არგენტინელი ვილი კაბალეროს კონტრაქტს ვადა ზაფხულში ეწურება.

გვარდიოლას სურვილია გუნდში ჰყავდეს მეკარე, რომელიც, პირველ რიგში, ფეხით შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს. შეგახსენებთ, რომ ესპანელის გადაწყვეტილებით ჯო ჰარტმა "სიტი" სწორედ ფეხით სუსტი თამაშის გამო დატოვა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, მისმა შემცვლელმა "ქალაქელთა" ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების გული ვერ მოიგო.

ჯერჯერობით კონკრეტული მეკარეების გვარები არ სახელდება, რომელთა გადაბირებასაც "მანჩესტერ სიტი" შეეცდება, თუმცა ბრიტანული გამოცემების ცნობით, ახალი სეზონიდან მანჩესტერული გუნდის კარს აუცილებლად ახალი გოლკიპერი დაიცავს.

  • beka10
  • 17 იანვარი 2017 23:44
რას ერჩოდა ჰარტს :/

  • Ika996
  • 18 იანვარი 2017 16:51
Ochoa ginda

  • Giga30
  • 19 იანვარი 2017 15:03
Mekare kiara dacva gaadzlieros meotxe divizionis pexburtelebi ro atyueben da siriko mcvelebi ro yavs su yvela.. Otamendi sania stounsi zabaleta klishi romeli varga? Erti mainc vargodes :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით