დავიდ ვილია გუარდიოლას მხარს უჭერს

18-01-2017, 14:02

"ნიუ-იურკ სიტის" ფორვარდმა, დავიდ ვილიამ, რომელიც ერთი პერიოდი "ბარსელონაში" ასპარეზობდა, ესპანელ სპეციალისტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ქალაქელები" "ჩელსის" 10 ქულით ჩამორჩებიან და ჩემპიონობის შანსი ფაქტიურად ხელიდან გაუშვეს. პეპის შეგირდებმა ბოლო შეხვედრა "ევერტონთან" დათმეს.

"ამჟამად პეპს მძიმე პერიოდი უდგას, მაგრამ მჯერა, რომ ის სიტუაციის სტაბილიზაციას შეძლებს.

პეპი გამორჩეული მწვრთნელია თავისი ტექნიკით და მიდგომით. მას შესანიშნავი შტაბი ჰყავს გვერდით, რომელიც აუცილებლად დაეხმარება სიტუაციას გამოსწორებაში.

ფეხბურთი ნებისმიერ ქვეყანაში რთული სათამაშოა. მე ძალიან გამიმართლა, რომ პეპთან ერთად მომიწია მუშაობა. ის არის შესანიშნავი პიროვნება ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. პეპის კრიტიკოსებს შეუძლიათ მის სტატისტიკასა და მიღწევებს გადახედონ." - განაცხადა დავიდ ვილიამ.

დავიდ ვილია "ბარსაში" 2010-13 წლებში გამოდიოდა.


imedia sheva pormashi pepi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით