გრიზმანი "მანჩესტერში" უკვე ნომერს არჩევს

18-01-2017, 15:11

ბრიტანული სპორტული გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ. საქმე იმაშია, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ანტუან გრიზმანი "წითელი ეშმაკების" შეთავაზებას დათანხმდა და ზაფხულიდან კარიერას "ნისლიან ალბიონზე" გააგრძელებს.

წყაროები გვაუწყებენ, რომ გრიზმანის ტრანსფერი რეკორდული იქნება ფეხბურთის ისტორიაში. მოლაპრაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ფრანგმა ფეხბურთელმა მანჩესტერელებთან როგორც ანაზღაურება, ისევე სათამაშო ნომერი შეათანხმა და მზადაა "იუნაიტედის" მაისური მოირგოს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გრიზმანისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კავშირში აქტიურად იყო ჩართული პოლ პოგბა.

სავარაუდოა, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სანაცვლოდ მოურინიოს გუნდი "ატლეტიკოს" 100 მილიონ ევროს გადაუხდის.

  • beka10
  • 18 იანვარი 2017 15:11
უეჭველი წავა

wavaa uejveli

  • Ika996
  • 18 იანვარი 2017 16:47
Ar wava tu championa ligas ar gainagdeb manu

  • Giga30
  • 19 იანვარი 2017 14:55
Magari transperi iqneba da M.U. dzaan gadzlierdeba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით