"ლიონი" და დეპაი შეთანხმდნენ

18-01-2017, 18:02

ფრანგულმა "ლიონმა" და ჰოლანდიელმა ვინგერმა წინასწარი კონტრაქტი შეადგინეს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გეგმებში დეპაი არ შედის და მისი სარფიანად გაყიდვა სურს.

ყველაზე მეტად მემფისით ფრანგები არიან დაინტერესებულნი. "ლიონმა" უკვე მესამედ გაუკეთა "ეშმაკებს" დეპაიზე შეთავაზება. ამჯერად "ლიონი" ფეხბურთელში 17 მილიონ ევროს იხდის.

L'Equipe-ს განცხადებით, ფრანგები და თვითონ ფეხბურთელი წინასწარ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ახლა კი ყველაფერი "მანჩესტერ იუნაიტედზეა" დამოკიდებული.




kargia gadavidodes

  • Giga30
  • 19 იანვარი 2017 14:49
Mainc ar atamashebs maurinio da iq ki mainc shemadgenlobashi iqneba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით