"ატლეტიკოს" კოშტას დაბრუნება სურს, მაგრამ საქმეს "ბარსას" ფაქტორი ართულებს

18-01-2017, 19:58

მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელის, დიეგო კოშტას მომავალი ბურუსით არის მოცული. ბოლო დროს სულ უფროდაუფრო ხშირად იწერება იმის თაობაზე, რომ სულ მალე ესპანელი გუნდს დატოვებს და სხვა ევროპულ გრანდს, ან თუნდაც ჩინეთს მიაშურებს. დღეს კი 28 წლის შემტევს მსურველების რაოდენობა გაეზარდა.

როგორც ესპანური გამოცემა GOAL იტყობინება, დიეგო კოშტას დაბრუნება მადრიდის "ატლეტიკოს" სურს. მოგეხსენებათ, ნისლიან ალბიონზე გადაბარგებამდე ფეხბურთელი სწორედ "როხიბლანკოს" შემადგენლობაში ირიცხებოდა. მადრიდული გუნდის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ დიეგოს გუნდში ამჟამინდელი მდგომარეობით იოლად ისარგებლებენ და მოახერხებენ ფეხბურთელის კვლავ ესპანეთში დაბრუნებას.

თუმცა, აღნიშნულ ტრანსფერს ერთი მიზეზი ახერხებს. წყაროს ცნობით, კოშტას შეძენა "ატლეტიკოს" გარდა ასევე კატალონიის "ბარსელონასაც" სურს. მოგეხსენებათ, ესპანელები გუნდის ლიდერ, ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე. შესაბამისად, თუ მოლაპარაკებები კვლავ ჩაიშლება, მაშინ "ბლაუგრანას" მესვეურები არგენტინელი ფეხბურთელის ნაცვლად სწორედ დიეგო კოშტას დაიმატებენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გადახდას გეგმავენ ესპანური გუნდები ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ "ჩელსის" მესვეურებმა გუნდის ლიდერი იოლად დათმონ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით