გუეიდა ფოფანამ კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა

19-01-2017, 20:47

ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ფრანგული "ლიონის" 25 წლის ფეხბურთელმა გუეიდა ფოფანამ პროფესიული კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

ფოფანას კარიერის დასრულების მთავარი მიზეზი ხშირი ტრავმიანობა იყო. ფეხბურთელს უკვე რამდენიმე წელია მუხლებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და როგორც განაცხადა, მეტი თამაშის შესაძლებლობა ჯანმრთელობამ არ მისცა.

1991 წელს დაბადებული ფეხბურთელი "ლე ავრის" ახალგაზრდულ აკადემიაში აღიზარდა, იგი "ლიონის" შემადგენლობაში უკვე 2011 წელს ჩაირიცხა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო 6 წლის მანძილზე მხოლოდ 95 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.

ფოფანას ასევე ნათამაშები აქვს საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, თუმცა ეროვნული ნაკრების მაისური არცერთხელ აქვს მორგებული.



  • beka10
  • 19 იანვარი 2017 20:47
რა სამწუხაროა :(

  • tsandro
  • 19 იანვარი 2017 20:54
ცუდია, არადა მახსოვს ერთ დროს ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა

  • zaza
  • 22 იანვარი 2017 12:08
naadrevad wavida

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით