"მილანი" გაბიადინით დაინტერესდა

19-01-2017, 22:42

"როსონერები" კლუბის გაძლიერებას "ნაპოლის" თავდამსხმელით, მანოლო გაბიადინით აპირებენ.

იტალიური რადიოს, Radio Crc-ის განცხადებით, "მილანი" უკვე 24 წლის ფეხბურთელის პირად აგენტს დაუკავშირდა, სადაც კონტრაქტის დეტალებზე დაილაპარაკეს.

არსებული ინფორმაციით, "მილანს" გაბიადინის შეძენა არენდის წესით, სეზონის ბოლომდე აყვანა სურს.

გარდა "მილანის" ინტერესისა, იტალიელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი "ვესტ ბრომვიჩი", "სტოკ სიტი", "სოუთემპტონი" და "ვოფლსბურგი" არიან.

მიმდინარე სეზონში გაბიადინიმ "ნაპოლის" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლის გატანა მოახერხა.

gaoadgebat es

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით