"ფრაიბურგი" - "ბაიერნი"

20-01-2017, 11:05

დღეს, თბილისის დროით 23:30-ზე გერმანიის ბუნდესლიგა განახლდება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "ფრაიბურგი" და ჩემპიონატის ლიდერი "ბაიერნი" დაუპირისპირდებიან. მასპინძელბს გერმანიის ჩემპიონატის პირველ 8 გუნდს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვთ გაშვებული და ზამთრის შესვენებამდე ხარვეზები მათი დაცვის ხაზში აშკარა იყო, თუმცა გატანითაც ბევრი გააქვს. რაც შეეხება მიუნხენელებს, მათ ბუნდესლიგის პირველი წრე დამაჯერებლად მოიგეს და ჯამში 38 გოლის გატანა მოახერხეს, რაც 18 გუნდს შორის საუკეთესო შედეგია. დიდი ალბათობით, დღევანდელ შეხვედრაში მაყურებელი საინტერესო შემტევ თამაშსა და ბევრ გატანილ გოლს იხილავს.

FOOTBALLNEWS.GE-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია 2.5-ზე მეტი გოლი, კოეფიციენტი - 1.55

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

დაგვიმეგობრდით