"ბარსელონას" ანდრეს ინიესტა გამოაკლდა

20-01-2017, 13:26

ესპანეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ ტრავმა მიიღო, რის გამოც ლუის ენრიკე იძულებული გახდა იგი მოედნიდან პირველი ტაიმის შემდეგ გაეყვანა.

გავრცელებული ცნობით, ინიესტამ მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა და მწვრთნელს ცვლილება თავად მოსთხოვა, მის ნაცვლად კი მოედანზე ანდრე გომეში შევიდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა ინიესტას ტრავმა, თუმცა ერთი რამ ცხადია, ის ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურის შეხვედრაში "ბარსელონას" ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება "სოსიედადთან" შეხვედრას, "ბარსელონამ" უხერხული მეტოქე 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კატალნიური გრანდი "ანოეტაზე" მოგებას 2007 წლის შემდეგ ვერ ახერხებდა.



  • beka10
  • 20 იანვარი 2017 13:27
ძალიან ცუდია :(

  • zaza
  • 22 იანვარი 2017 12:00
cudia dagvendzra

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით