"ინტერი" მანოლასში 40 მილიონს იხდის

20-01-2017, 15:19

"რომას" ცენტრალური მცველი, კოსტას მანოლასი შესაძლოა ზაფხულში "ინტერში" გადაბარგდეს.

ფეხბურთელი აქამდე "არსენალი", "ჩელსი" და "ლივერპული" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა, ბერძენის კარგი თამაში მილანელებსაც არ გამოჰპარვიათ და "ინტერი" აქტიურად ჩაერთო ამ საკითხში.

Mediaset Premium-ისა და ბერძნული წყაროების განცხადებით, "ინტერის" ხელმძღვანელობა და მანოლასის აგენტი ფარულად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში.

არსებული ინფორმაციით, "ნერაძური" მზად არის ბერძენ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მიმდინარე სეზონში მანოლასმა 17 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.



  • Ika996
  • 20 იანვარი 2017 15:47
Es kargi fexburtelia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით