"ლივერპული" ჯო ჰარტში 20 მილიონს იხდის

20-01-2017, 16:28

როგორც ჩანს, მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი საკუთარი გუნდის მეკარეების გარჯით უკმაყოფილოა და გეგმავს რომ სასწრაფოდ ახალი კიპერი მოიყვანოს.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტის მთავარი სამიზნე მანჩესტერ "სიტის" საკუთრებაში მყოფი ჯო ჰარტი გახლავთ. მოგეხსენებათ, ინგლისელი მეკარე ამჟამად იჯარის წესით იტალიური "ტორინოს" ღირსებას იცავს. კლოპს კი გადაწყვეტილი აქვს, რომ 29 წლის ფეხბურთელი სამშობლოში დააბრუნოს.

წყაროს ცნობით, მერსისაიდული გრანდის მესვეურები ჯო ჰარტის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა პასუხი ექნებათ შემოთავაზებაზე "ქალაქელებს", თუმცა, გუნდის თავკაცის, პეპ გვარდიოლას ჯო ჰარტის მიმართ დამოკიდებულებით თუ ვიმსჯელებთ, ლოგიკურია, რომ კლუბმა ფეხბურთელი იოლად გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ ჰარტი "სიტის" ღირსებას 2006 წლიდან იცავდა და ამ დროის განმავლობაში მან 266 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

  • tsandro
  • 20 იანვარი 2017 16:28
წესით უნდა გადავიდეს

  • zaza
  • 22 იანვარი 2017 11:59
liverpulsshi wava

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით