ენრიკეს "ბარსაში" კარვახალის ხილვა სურს

21-01-2017, 01:35

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა თავკაცმა, ლუის ენრიკემ ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც დიდი სიამოვნებით იხილავდა მის გუნდში მადრიდის "რეალიდან". 46 წლის სპეციალისტის თქმით, დანიელ კარვახალი იდეალურად შეეწყობოდა მის გუნდს.

"ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადრიდელებს ძალიან გაუამრთლათ, რადგან მათ არაერთი მაღალი დონის მცველი ჰყავთ.

"ფეხბურთელი რომელსაც ჩემს გუნდში ვისურვებდი? ალბათ მაინც დანი კარვახალი. ის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და ვფიქრობ, იგი სულ მცირე დროში ძალიან კარგ შედეგებს გვიჩვენებს." - განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ დანი კარვახალი მადრიდის "რეალის" აღზრდილია და "ლევერკუზენში" გატარებული 1 წლის შემდეგ 2013 წელს დაუბრუნდა მშობლიურ გუნდს.

  • tsandro
  • 21 იანვარი 2017 01:42
დანილო წაიღონ

ouh daniloze gaaketet shemotavazeba

  • zaza
  • 22 იანვარი 2017 11:54
rad gvinda yle madridistebi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაიამ "ანართოსის" დაცვის გაძლერებას კიდევ ერთი ქართველით აპირებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით