"ინტერი" ხამესში 80 მილიონს ჩამოდის

21-01-2017, 16:37

როგორც ჩანს, მილანის "ინტერის" ახალი ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს გუნდის გაძლეირებაზე და მათ უკვე შერჩეული ყავთ პირველი ფეხბურთელი, რომელსაც დაიმატებენ.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, "ნერაძურის" ბოსები მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველით, ხამეს როდრიგესით არიან დაინტერესებული. მოგეხსენებათ, კოლუმბიელ ფეხბურთელს "სამეფო კლუბის" ძირითად შემადგენლობაში თამაში იშვიათად უწევს, შესაბამისად, მილანში ფიქრობენ, რომ ხამესის გადაბირებას იოლად შეძლებენ. წყაროს ცნობით, იტალიელები 25 წლის შემტევის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ, რითაც ახალ იტალიურ სატრანსფერო რეკორდს დაამყარებენ.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესი "რეალში" 2014 წლიდან ასპარეზობს და მას გუნდთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.



  • Ika996
  • 21 იანვარი 2017 21:14
Unda gavushvat

  • ikako91
  • 22 იანვარი 2017 03:43
upro didi momavali aq am bichs. zidanis xelshi daikargeba

  • zaza
  • 22 იანვარი 2017 11:50
xamesi intershi wava uechveli sezonis damtavrebis mere

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით