"ფულემი" "ბარსელონაზე" უკეთ გამოიყურებოდა

21-01-2017, 16:58

ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარმა "ფულემმა" ჩემპიონატის გასულ ტურში საინტერესო შედეგი დააფიქსირა. საქმე იმაშია, რომ "ბარნსლის" წინააღმდეგ სლავისა იანკოვიჩის გუნდმა 725 დან 647 პასი ზუსტად შეასრულა, რითიც პასების სიზუსტის 89.2% პროცენტი აჩვენა.

აღნიშნული მაჩვენებლით "ფულემმა" კატალონიის "ბარსელონას" შედეგსაც კი აჯობა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა გასულ შეხვედრაში 568 დან 504 პასი შეასრულეს ზუსტად. შესაბამისად, სიზუსტემ 88.7% შეადგინა.

ზოგადი მაჩვენებლით მიმდინარე სეზონში ინგლისური გუნდი მთლიანად ევროპაში მეოთხეა. იგი მხოლოდ "ბარსელონას", მიუნხენის "ბაიერნსა" და "პარი სენ-ჟერმენს" ჩარმორჩება. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მიმდინარე სეზონში მათი მიზანი მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებაა.

ამ მომენტისთვის "ფულემი" ინგლისის პრემიერშიფში მე-8 პოზიციას იკავებს.



  • beka10
  • 21 იანვარი 2017 16:59
ra sainteresoa

  • zaza
  • 22 იანვარი 2017 11:49
va fulemi naxe

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით