"ჩელსის" ივან პერიშიჩის შეძენა სურს

21-01-2017, 21:33

იტალიური "ინტერის" მფლობელ ჩინური კომპანიის ჯგუფს "ნერაძურისთან" დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს. როგორც აღმოჩნდა, მომავალ ზაფხულს აზიელები იტალიურ გუნდში ალექსის სანჩესისა და სერხიო აგუეროს გადაბირებას აპირებენ.

აპენინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში გუნდის გაძლიერების შემდეგ ხელმძღვანელობის გეგმებში ხორვატი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი ვეღარ მოხვდება, რომლის გადაბირებაც, თავის მხრივ, ლონდონის "ჩელსის" სურს.

ანტონიო კონტე ზაფხულში სერიოზულ საკადრო ცვლილებებს გეგმავს. დიდი ალბათობით, "არისტოკრატებს" დიეგო კოშტა და მიჩი ბაჩუაია დატოვებენ, ხოლო იტალიელის განცხადებით, გუნდში კვალიფიციური შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, აუცილებელია.

მიმდინარე სეზონი პერიშიჩისთვის ძალიან კარგად მიმდინარეობს. ბალკანელმა მაურო იკარდისთან ერთად იტალიის ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო შემტევი დუეტი ჩამოაყალიბა და თამაში არ გავა, რომ ამ წყვილიდან რომელიმემ მაინც გოლი ვერ გაიტანოს.



  • beka10
  • 21 იანვარი 2017 21:36
რავიცი რავიცი, მაინც არ მომწონს

  • Ika996
  • 22 იანვარი 2017 08:09
Momentebs afuchebs. Ise cudi araa

  • zaza
  • 22 იანვარი 2017 11:47
ar wava perishichi interidan

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით