"ბარსელონამ" რაკიტიჩის შემცვლელს გერმანიაში მიაგნო

22-01-2017, 00:03

გერმანული სპორტული პრესის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" 21 წლის ნახევარმცველის მაჰმუდ დაჰუდის შეძენითაა დაინტერესებული. სირიული ფესვების მქონდე ფეხბურთელის ხელში ჩაგდება "ბლაუგრანას" გარდა ტურინის "იუვენტუსსა" და "ლივერპულს" აქვთ განზრახული.

გერმანულ კლუბში იმედი აქვთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში დაჰუდის შენარჩუნებას და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას შეძლებენ, ხოლო მოგვიანებით, როდესაც უკვე ვარსკვლავი გახდება, სარფიანად გაყიდიან.

"ბარსელონა" დაჰუდის რაკიტიჩის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც უდიდესი ალბათობით კატალონიურ გრანდს 2017 წლის ზაფხულში დატოვებს. რაც შეეხება არაბი ფეხბურთელის ამჟამინდელ კონტრაქტს "ბორუსიასთან", ის 2018 წლამდეა განსაზღვრული.

მაჰმუდ დაჰუდი "ბორუსიას" აღზრდილია. მან პირველ გუნდში ჯამში 62 შეხვედრა ჩაატარა, რომელთა განმავლობაში 6 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.



  • beka10
  • 22 იანვარი 2017 00:03
საინტერესო იქნება ნამდვილად

საინტერესოაა smile smile

  • zaza
  • 22 იანვარი 2017 11:45
daudi martla magaria

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში სრული შემადგენლობით ჩაატარა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით