• 06-07-2023
    პიკე: "ყოველთვის ვიცოდი, რომ მესი "ინტერ მაიამიში" წავიდოდა"
    პიკე: "ყოველთვის ვიცოდი, რომ მესი "ინტერ მაიამიში" წავიდოდა"
    ავტორი
    Aa

    ჟერარ პიკემ Cadena Ser-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესის მიერ "ინტერ მაიამიში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

    "ყოველთვის ვიცოდი, რომ მესი "ინტერ მაიამის" შეუერთდებოდა. ეკონომიკური თვალსაზრისით, მას სტრატოსფერული რიცხვები შესთავაზეს.

    იყო "ბარსელონაში" დაბრუნების შესაძლებლობა, რომელსაც, რამდენადაც ვიცი, იგი განიხილავდა, მაგრამ უფრო ბუნებრივი გადაწყვეტილება აშშ-ს ბაზრის გახსნა გახლდათ.

    მაიამიში ბევრი ლათინოსია, ესპანურ ენას ბევრი იყენებს, რაც ლეოს ადაპტაციას გაუადვილებს," - თქვა პიკემ.

    შეგახსენებთ, რომ "ინტერ მაიამიში" გადაბარგდა სერხიო ბუსკეტსი და ფლორიდული კლუბი ახლოსაა ჟორდი ალბას გაფორმებასთანაც.

    Facebook კომენტარები