"ბარსელონა" იანვრის პირველი ტრანსფერისთვის ემზადება

22-01-2017, 19:25

კატალონიის "ბარსელონას" ტექნიკური დირექტორი სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა. ევროპული ფეხბურთის გრანდს საკუთარ შემადგენლობაში კოლუმბიელი ცენტრალური მცველის იერი მინას გადაბირება სურს, რომელიც ამ მომენტისთვის ბრაზილიურ "პალმეირასის" ღირსებას იცავს.

22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 7.8 მილიონი ევროთია განსაზღვრული, თუმცა მისი კონტრაქტის მიხედვით, 2018 წელს მისი გამოსასყიდი თანხა კიდევ უფრო გაიზრდება. ესპანური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონა" უკვე მომავალზე ფიქრობს და დაცვის ცენტრალურ ხაზში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას აპირებს.

იერი მინა "პალმეირასში" 2016 წელს გადავიდა და მალე მიიპყრო ევროპული გუნდების ყურადღება. გასულ წელს იგი კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და ოქტომბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.



  • beka10
  • 22 იანვარი 2017 19:26
ძაან კარგი იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით