"ინტერი" პერისიჩი-სანჩესის ბარტერს გეგმავს

23-01-2017, 21:50

როგორც ჩანს, მილანის "ინტერი" სერიოზულად არის დაინტერესებული ლონდონის "არსენალის" ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის შეძენით.

იტალიური გამოცემა CalcioMercato-ს ინფორმაციით, მილანელები უკვე ამზადებენ ახალ შეთავაზებას 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ. მოგეხსენებათ, "ნერაძური" გასულ თვეში ცდილობდა სანჩესის დამატებას საკმაოდ დიდი თანხების სანაცვლოდ, თუმცა უშედეგოდ. წყაროს ინფორმაციით კი, ამჯერად ტრანსფერში თანხის გარდა ფეხბურთელის სახელიც ფიგურირებს. კერძოდ, საუბარია კლუბის ხორვატ ნახევარმცველ ივან პერიშიჩზე.

როგორც ცნობილია, "მეთოფეებს" სურდათ 27 წლის ნახევარმცველის დამატება და ამისთვის შეთავაზებითაც მიმართეს იტალიელებს. თავის მხრივ, აღნიშნული სიტუაციის გამოყენებას "ინტერის" ხელმძღვანელობაც გეგმავს. მილანელები პერიშიჩის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ თავის მხრივ ბრიტანელები შეელევიან ალექსის სანჩესს.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და შეთანხმების შემთხვევაში ბარტერი ზაფხულში შედგება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით