ვაისი: "შედეგით უმაყოფილოები ვართ, ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით"

24-01-2017, 01:35

2017 წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი დუბაიში უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრედ, 2:2 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელებიდან გოლების გატანა თეიმურაზ შონიამ და საბა ლობჟანიძემ მოახერხეს.

მატჩის შემდეგ მედიას პირველი კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა მისცა:

"ეს შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან სასარგებლო იყო. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, გუნდმა ბევრი მარტივი შეცდომა დაუშვა და ამას უპირატესობის ხელიდან გაშვება მოჰყვა. ხარისხი მთლიანობაში ცუდი არ იყო, თუმცა ჩვენი მთავარი პრობლემა კვლავ მომენტების ვერ გამოყენებაა, მხოლოდ პირველ ნახევარში სამი გოლი უნდა გაგვეტანა".

"უზბეკეთის ნაკრები მოედანზე რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელით გამოვიდა. მიხარია, რომ ჩვენი მოთამაშეებიდან რამდენიმემ თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, წინ კიდევ ერთი შეხვედრა გველოდება".

"ბოლოს მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ შედეგისგან განსხვავებით, ხარისხით კმაყოფილი ვარ". - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.



  • beka10
  • 24 იანვარი 2017 01:36
ბატონო ვაის, დროა წახვიდე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით