2005 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრები 20-წლამდელებში. სად არიან ფეხბურთელები ახლა?

24-01-2017, 14:46

2005 წელი არგენტინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სამხრეთ ამერიკული ნაკრების ქომაგები ამ ახალგაზრდა ბიჭებისგან მომავალში დიდ სასწაულებს და ამჯერად უკვე ეროვნულ ნაკრებში ჩემპიონობას ელოდნენ, თუმცა აგერ უკვე 12 წელი გავიდა და მათ ჯერაც არ მოუპოვებიათ ნანატრი მუნდიალი.

არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების იმ შემადგენლობიდან ბევრის კარიერა არცთუ კარგად განვითარდა, თუმცა იყო რამდენიმე გამონათება და რაც მთავარი, იმ შემადგენლობაში იყო ლიონელ მესი. ალბათ საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ განვითარდა 2005 წლის საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელთა მომავალი.

მეკარეები:

1. ოსკარ უსტარი

იგი ნაკრების პირველი მეკარე გახლდათ მთელი მუნდიალის მანძილზე და ბევრი ელოდა, რომ დიდ წარმატებასაც მიაღწევდა მომავალში, თუმცა ასე არ მოხდა. საბოლოოდ უსტარმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და ამჟამად მექსიკაში თამაშობს.

ამჟამინდელი კლუბი: 
"ატლასი" (მექსიკა)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"ინდეპეტიენტე", "ხეტაფე", "ბოკა ხუნიორსი", "ალმერია", "სანდერლენდი", "ნიუ ელს ოლდ ბოისი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"ბოკა ხუნიორსი".

12. ნერეო ჩამპენი

მას ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია 2005 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა მედალი მაინც მოიპოვა. ვერც ჩამპენიზე ვიტყვით, რომ უსტარზე უკეთესი კარიერა აქვს, თუმცა იგი სულ ახლახანს გადავიდა ესპანურ "ლეგანესში" და ძირითადი შემადგენლობის კიპერადაც მოიაზრება. ვინ იცის, თავის გამოჩენის შემთხვევაში შესაძლოა შანსებიც კი მიეცეს.

ამჟამინდელი კლუბი: 
"ლეგანესი" (ესპანეთი)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"სან ლორენცო", "ფერო კარილი", "ოესტე".
 
ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"სან ლორენცო".

21. ნიკოლას ნავარო

ამ მეკარეს 2008 წელს ნავაროსთან ერთად ოლიმპიადის ოქროს მედალიც აქვს მოპოვებული. თუმცა 2005 წელს ჩამპენის მსგავსად მასაც ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ამჟამინდელი კლუბი: "სან ლორენცო" (არგენტინა)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"არგენტინოს ხუნიორსი", "ნაპოლი", "რივერ პლეიტი", "კაიზერსპორი", "ტიგრე", "ხიმნასია".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"ნაპოლი".

მცველები:

2. გუსტავო კაბრალი

31 წლის ცენტრალური მცველი იმ დროს ახალგაზრდული გუნდის მარჯვენა ფრთას იცავდა. კაბრალს ეროვნულ გუნდში არასოდეს უთამაშია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მთლად ცუდი კარიერა აქვს.

ამჟამინდელი კლუბი: "სელტა" (ესპანეთი)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"რასინგი", "რივერ პლეიტი", "არსენალ სარანდი", "ლევანტე".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"რივერ პლეიტი".

4. ხულიო ბაროსო

ბაროსოც იმ გუნდის ძირითადი წევრი იყო, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. ამის მიუხედავად მისი კარიერა კარგად ვერ წარიმართა. საბოლოოდ ხულიო სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის დონეს ვერ გაცდა და ევროპაში თამაშიც ვერ მოახერხა.

ამჟამინდელი კლუბი: "კოლო კოლო" (ჩილე)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"არგენტინოსი", "ბოკა ხუნიორსი", "რასინგი", "ლორკა", "ესტუდიანტესი", "ნუბიენსი", "ო ჰიგინსი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"ბოკა ხუნიორსი".

6. გაბრიელ პალეტა

ეს მცველი ალბათ ყველასათვის არის ცნობილი. პალეტამ ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის შანსს არ დალოდებოდა და ეროვნება შეიცვალა. ახლა იგი იტალიის ნაკრების წევრია და ხშირად უწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.

ამჟამინდელი კლუბი: "ატალანტა" (იტალია)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"ბენფილდი", "ლივერპული", "ბოკა ხუნიორსი", "პარმა", "მილანი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"მილანი".

13. ეზეკილ გარაი

ალბათ ჩამოთვლილი მცველებიდან ყველაზე წარმატებული კარიერა სწორედ ამ უკანასკნელს აქვს. გარაის არაერთ ძლიერ გუნდში აქვს ნათამაშები, მათ შორის მადრიდის "რეალშიც". ახლა კი იგი "ვალენსიას" ღირსებას იცავს და საკმაოდ კარგადაც.

ამჟამინდელი კლუბი: "ვალენსია" (ესპანეთი)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"ნიუ ელს ოლდ ბოისი", "რასინგი", "რეალი", "ბენფიკა", "ზენიტი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"რეალი".

ნახევარმცველები:

5. ხუან მანუელ ტორესი

ეს ფეხბურთელი უფრო ჩაკო ტორესის სახელით არის ცნობილი. იგი ძირითადი გუნდის საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი კარიერა დიდად წარმატებულად განვითარდა.

ამჟამინდელი კლუბი: "აკტობე" (ყაზახეთი)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"რასინგი", "სან ლორენცო", "მეტალისტი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"სან ლორენცო".

7. ლუკას ბილია

ეს ფეხბურთელი, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელების საყვარელი მოთამაშეა. ბილიას მართლაც საკმაოდ კარგი კარიერა აქვს. ამჟამად უკვე მეოთხე წელია რომის "ლაციოში" გამოდის და საკმაოდ დიდი წარმატებითაც.

ამჟამინდელი კლუბი: "ლაციო" (იტალია)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"არგენტინოს ხუნიორსი", "ინდერპეტიენტე", "ანდერლეხტი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"ლაციო".

8. პაბლო ზაბალეტა (კაპიტანი)

ყველამ კარგად ვიცით, რომ პაბლო ზაბალეტა ამჟამად ძალიან მაღალი დონის მარჯვენა მცველია, თუმცა 2005 წელს იგი გუნდის კაპიტანი და განაპირა ნახევარმცველი გახლდათ, თანაც მას გოლი გოლზე გაჰქონდა. პაბლო ამჟამად "სიტიში" ირიცხება და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაც გახლავთ. ვინ იცის, პეპის ექსპერიმენტების შემთხვევაში შესაძლოა ზაბალეტას გამოადგეს კიდეც ძველი გამოცდილება...

ამჟამინდელი კლუბი: "სიტი" (ინგლისი)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"სან ლორენცო", "ესპანიოლი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"სიტი".

10. პატრისიო პერესი

კიდევ ერთი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელსაც არცთუისე მაღალი დონის კარიერა ჰქონდა. მან არაერთი კლუბი მოიარა, თუმცა წარუმატებლად.

ამჟამინდელი კლუბი: "კალდასი" (კოლუმბია)
 
კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"ველესი", "ლეონი", "ჩაკარიტა", "ევერტონი", "ტუკუმანი", "დეფენსა იუსტისია", "ცენტრალ კოსტი", "ოლ ბოისი", "ბოკა უნიდოსი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"ევერტონი".

11. ემილიანო არმენტეროსი

მორიგი ფეხბურთელი, რომელზეც დიდად ყურადღების გამახვილება არ ღირს. მან რამდენიმე წელი გაატარა ევროპაში, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერსად დაიმკვიდრა.

ამჟამინდელი კლუბი: "სანტოს ლაგუნა" (მექსიკა)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"ბენფილდი", "ინდეპეტიენტე", "სევილია", "რაიო ვალეკანო", "ხერესი", "ოსასუნა", "ჩიპასი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"სევილია".

17. ფერნანდო გაგო

გაგო გახლდათ ნახევარმცველი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ... სამწუხაროდ მისი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორსაც ელოდნენ. არადა ერთ დროს მადრიდის "რეალში" ირიცხებოდა და არაერთი შანსი ჰქონდა თავისი მაღალი კლასი დაემტკიცებინა, თუმცა სამწუხაროდ მან პოტენციალი სრულად ვერადავერ გამოავლონა და საბოლოოდ არგენტინაში დაბრუნდა.

ამჟამინდელი კლუბი: "ბოკა ხუნიორსი".

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"ბოკა ხუნიორსი", "რეალი", "რომა", "ვალესია", "ველესი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"რეალი".

თავდამსხმელები:

9. პაბლო ვიტი

მასაც სხვა თანამემამულეების მსგავსად შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო აქვს მოვლილი. ვიტიმ არაერთი გუნდი მოიარა და ამჟამად საბერძნეთში თამაშობს.

ამჟამინდელი კლუბი: "ვერია" (საბერძნეთი)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"როსარიო სენტრალი", "ბანფილდი", "ინდეპეტიენტე", "ჩერნომორეცი", "ტორონტო", "სან მარტინი", "დეპორტესი", "კენტარო", "კიტო", "ტიგრე", "სან ხუანი", "ოლ ბოისი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"როსარიო სენტრალი.

11. ნერი კარდოსო

ამ ფეხბურთელმა კარიერა თავდამსხმელის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა უკან დაიწია და ამჯამად ცენტრალურ ნახევარდაცვაში მოქმედებს. ვერ ვიტყვით, რომ მისი კარიერაც დიდად სახარბიელოა.

ამჟამინდელი კლუბი: "კერანტარო" (მექსიკა)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"ბოკა ხუნიორსი", "ჩიპასი", "მონტერეი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"ბოკა ხუნიორსი".

18. ლიონელ მესი

ფეხბურთელი, რომელსაც ალბათ წარდგენა უბრალოდ არ სჭირდება. 5 ოქროს ბურთისა და არაერთი უდიდესი რეკორდის მფლობელი, ლიონელ მესი. მისი კარიერა დაწყებიდან დღემდე იდეალურად მიმდინარეობს და ალბათ არც მომავალში ემუქრება მას საფრთხე. აგერ უკვე 13 წელზე მეტია არგენტინელი ჯადოქარი მთელს მსოფლიოს აოცებს თავისის საოცარი ფეხბურთით და ალბათ ეს კიდევ არაერთი წელი გაგრძელდება.

ამჟამინდელი კლუბი: "ბარსელონა" (ესპანეთი)

კლუბი სადაც ნათამაშები აქვს: 
"ნიუ ელს ოლდ ბოისი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"ნიუ ელს ოლ..." უკაცრავად, კატალონიის "ბარსელონა".

19. გუსტავო ობერმანი

კარიერის დასაწყისში იგი ლიონელ მესის პარტნიორი გახლდათ ნაკრებში და მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი ცუდად განვითარდა. არაერთმა ტრავმამ ფეხბურთელს ხელი შეუშალა დიდი კარიერის აწყობაში და საბოლოოდ ახლა ის ინდოეთში თამაშობს.

ამჟამინდელი კლუბი: "პიუნე სითი" (ინდოეთი)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"არგენტინოს ხუნიორსი", "რივერ პლეიტი", "კასტელონი", "კლუჯი", "კორდობა", "კილმესი", "ოლიმპო", "სან მარკოსი".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"რივერ პლეიტი".

20. სერხიო აგუერო

ეს კი იმ თაობის კიდევ ერთი ნაწარმი, რომელმაც სრულიად გაამართლა. კუნ აგუერო მალევე შენიშნეს ევროპაში, კერძოდ მადრიდის "ატლეტიკოში" სადაც რამდენიმე გატარებული სეზონის შემდეგ ყველას დაამახსოვრა თავი. ამის შემდეგ კი, 2011 წელს არგენტინელი ფორვარდი მანჩესტერ "სიტიში" გადავიდა, სადაც გუნდის ლეგენდად და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ჩამოყალიბად. ალბათ არავის დაავიწყდება მისი საჩემპიონო გოლი, "ქპრს" კარში.

ამჟამინდელი კლუბი: "სიტი" (ინგლისი)

კლუბები სადაც ნათამაშები აქვს: 
"ინდეპეტიენტე", "ატლეტიკო".

ყველაზე დიდი გუნდი სადაც უთამაშია: 
"სიტი".



  • tsandro
  • 24 იანვარი 2017 16:20
1მა გაამართლა და თანაც როგორ :D

  • beka10
  • 24 იანვარი 2017 18:59
კარგია ! !!!!!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით