გვარდიოლას ხუან ბერნატის ტრანსფერი სურს

24-01-2017, 20:58

მანჩესტერ "სიტის" ესპანელ მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გუნდში თავისი ყოფილი მოთამაშის, ხუან ბერნატის მიყვანა სურს. აღნიშნულ ინფორმაცია ბრიტანული გამოცემა Mirror ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანელი სეპციალისტი უკმაყოფილოა გუნდში მცველების გარჯით და სურს, რომ ახალი ფეხბურთელი დაიმატოს. ბერნატი კი მას იდეალურ კანდიდატად მიაჩნია. მოგეხსენებათ, თავის დროზე ესპანელი მცველი "ბაიერნში" სწორედ გვარდიოლას ინიციატივით გადავიდა, "ვალენსიადან". შესაბამისად, "სიტის" მესვეურები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ურთიერთობა ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ტრანსფერზე გავლენას მოახდენს და ბერნატს იოლად ჩაიგდებენ ხელში.

23 წლის მცველი თავის დროზე ბავარიულმა გრანდმა 20 მილიონ ფუნტად ჩაიგდო. მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი პროგრესი განიცადა და შესაბამისად, ძნელად სავარაუდოა, რომ გერმანელებმა აღნიშნულ თანხაზე უფრო იაფად გაუშვან ბერნატი.

შეგახსენებთ, რომ ესპანელ ფეხბურთელს "ბაიერნში" 2014 წლის შემდეგ 53 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლიც აქვს გატანილი.

  • tsandro
  • 24 იანვარი 2017 20:58
წესითუნდა გადავიდეს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს თასის ნახევარფინალისტები გამოირკვა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით