"ჩელსის" ფეხბურთელებს გუნდში ჰარტის მოყვანა სურთ

24-01-2017, 22:17

დღეს ევროპულ მედიაში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ჩანს, ლონდონის "ჩელსიში" მცირე განხეთქილებაა და ფეხბურთელებს გუნდის პირველი ნომრის, ტიბო კურტუას ჩანაცვლება სურთ.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, "არისტოკრატებს" სურთ, რომ გუნდში ბელგიელი კიპერის ნაცვლად ჯო ჰარტი მივიდეს. მოგეხსენებათ, 29 წლის ინგლისელი წლების მანძილზე იცავდა "სიტის" ღირსებას და პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება კურტუას, ბევრისთვის ცნობილია, რომ ამ ფეხბურთელს დიდი ხანია მადრიდის "რეალში" სურს თამაში. შესაბამისად, სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, თუ რატომაც სურთ "ჩელსის" მოთამაშეებს 24 წლის ბელგიელი კიპერის ჩანაცვლება.

შეგახსენებთ, რომ კურტუა "ჩელსის" საკუთრებაა 2011 წლიდან, ამ გუნდის ღირსებას კი უკვე 3 წელია იცავს. რაც შეეხება ჰარტს, იგი მანჩესტერ "სიტის" საკუთრებაა და სეზონის ბოლომდე "ტორინოშია" განათხოვრებული. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში ალბათ ლონდონელებს არ გაუჭირდებათ ამ უკანასკნელის ხელში ჩაგდება.

  • tsandro
  • 24 იანვარი 2017 22:17
გამოუშვან კურტუა რეალში :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გამწარებული სომეხი გულშემატკივრის რეაქცია ქართველი ფენომენის თამაშზე !

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით