რუნი მესისა და რონალდუს უნიკალური მიღწევით გაუთანაბრდა

24-01-2017, 23:44

მოგეხსენებათ, შაბათს "სტოკ სიტისა" და მანჩესტერ "იუნაიტედს" შორის გამართულ მატჩში, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა, სტუმართა ერთადერთი გოლის ავტორი უეინ რუნი გახლდათ. ამ გოლის წყალობით ინგლისელმა ფორვარდმა ლეგენდარულ სერ ბობი ჩარლტონს გადაასწრო და "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საინტერესოა, რომ რუნი გარდა იმისა, რომ მანჩესტერული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, იგი ასევე ინგლისის ნაკრების ისტორიაშიც საუკეთესო ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ ასეთი შედეგი (კლუბის და ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი) მოქმედ ფეხბურთელებს შორის გარდა უეინ რუნისა, მხოლოდ ორ მოთამაშეს აქვს. ეს კი გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ კრისტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან.

პორტუგალიელ ფორვარდს "რეალის" შემადგენლობაში 382, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში კი 68 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება ლეო მესის, არგენტინელ ფორვარდს კატალონიურ გრანდში 481 შედეგიანი დარტყმა აქვს განხორციელებული, ეროვნულ ნაკრებში კი - 57.



  • tsandro
  • 24 იანვარი 2017 23:44
საღოლ, მაგარი შედეგია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით